რამდენი აბიტურიენტი გახდა წელს სტუდენტი – უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია ცნობილია

წელს სტუდენტი 27 782 აბიტურიენტი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩარიცხულია გამოცდებზე გამოცხადებული აბიტურიენტების 74%-ზე მეტი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციითვე, სახელმწიფო გრანტი მიიღო 6 500-მა აბიტურიენტმა, ხოლო 4 000-მდე იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა, სადაც სწავლას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
ცნობისთვის, 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის სულ 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები