ირაკლი შიოლაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრაზე ისაუბრა ყველა იმ წარმატებულ პროექტზე, რომელიც ბოლო ოთხი წელია მათ რაიონში მიმდინარეობს. ირაკლი შიოლაშვილმა ადგილობრივებს ამ პროექტების გაგრძელების პირობა მისცა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, როგორიცაა ახალი ჭაბურღილის მოწყობა, სასმელი წყლის ქსელის გამართვა, სკვერის რეაბილიტაცია, ქვემო მაჩხაანის გზის რეაბილიტაცია. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა მოსახლეობასთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მან სიღნაღი-დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ტურისტული პოტენციალის განვითარებას, ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესების ხელშეწყობა პრიორიტეტად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები