“ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს კვლავ აგრძელებს.
როგორც “კვირას” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დეპუტატობის კანდიდატი სადგურის დასახლებაში კეცხოველის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქის კეთილმოწყობას, ყურადღება გამახვილდა სპორტული მოედნების, სკვერების მოწყობის, ასევე ქ.გორში საცურაო აუზის რეაბილიტაციის საკითხებზე.
კეცხოველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულურიც დაესწრო.
„დღევანდელი შეხვედრისას უდიდესი სითბო ვიგრძენი ჩემი გორელებისგან. მე მჯერა ჩემი თანაქალაქელები 8 ოქტომბერს მხარს დაუჭერენ ჩვენი ქალაქის აღმშენებლობას, უკეთესი მომავლის შექნმას”. განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები