თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია ინფორმაციას ავრცელებს.
„ნაძალადევის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ჟღენტის, კოდალოს, ზედაუბნის, კალიუჟინის, კაჭრეთის, მაღაროს, მიტინგის, ენისელის, დობროლუბოვის, სართანიას და ვასილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდების მოედნის, ალადაშვილის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, III და IV კვარტლების, ამაშუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
ჩუღურეთის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ცაიშის ქუჩის მაცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, ცხვედაძის, ფალიაშვილის, ტაბიძის, აბაშიძის, რაზმაძის, მუხაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, დარიალის და მიშველაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ნაკადულის, ქინძმარაულის, ბაბუციძის, ოცხელის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და ნავთლუღის მეორე დასახლების III, IV, V და VI ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები