დავით ნარმანია: დედაქალაქსა და მის შემოგარენში დაახლოებით 560 000 ხეა დარგული

დედაქალაქსა და მის შემოგარენში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 560 000 ხეა დარგული, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
თბილისის მერის განცხადებითვე, გამწვანების პოლიტიკა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ქალაქის გამწვანებაზე. დაახლოებით 560 000 ხეა ბოლო ორი წლის განმავლობაში ქალაქსა და მის შემოგარენში დარგული, რაც მნიშვნელოვანია და ეს გამწვანების პოლიტიკა გაგრძელდება. ქალაქის ისტორიაში პირველად გვაქვს სტრატეგიული დოკუმენტი, თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 წლებისათვის, რომლის შემუშავებაშიც ბევრი თქვენგანი ჩართული იყო და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ჩემი დაპირება იყო, რომ გარემოს დაცვის სტრატეგიას მისი სამოქმედო გეგმაც მოჰყვებოდა. სამოქმედო გეგმის შემუშავება დაწყებულია და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ეს გეგმა უნდა გვქონდეს. ეს იქნება დროში და სივრცეში გაწერილი დოკუმენტი. გთავაზობთ, რომ სამუშაო ფორმატში ერთად დავსხდეთ და ვიმუშაოთ ამ დოკუმენტზე შემოდგომის განმავლობაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები