დავით ნარმანია მერიის წინ მიმდინარე აქციას პროვოკაციად აფასებს

თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის წინ რამდენიმედღიან საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნული ქმედება პროვოკაციად შეაფასა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს გარკვეული მიზნები ამოძრავებთ. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერი დღეს მერიის შენობაში გარემოს დამცველებს შეხვდა.
შეხვედრას გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო სულხანიშვილიც ესწრებოდა.
დავით ნარმანიას განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებამდე, ექსპერტებთან შეხვედრები გაგრძელდება.
მისივე თქმით, მოხდება სტრუქტურის რეორგანიზაცია და კანონმდებლობის გამკაცრება. რაც შეეხება თავად აქციის მონაწილეების მოთხოვნას ნინო სულხანიშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, მერის განცხადებით, გადაწყვეტილება გამოძიების დასრულების შემდეგ იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ პარტიზანი მებაღეები ყაზბეგზე ხეების მოჭრას აპროტესტებენ. ისინი ნინო სულხანიშვილის გადადგომისა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სტრუქტურის შეცვლას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები