ქარელის მუნიციპალიტეტს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქარელში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყო წყლის მაგისტრალური მილსადენი თავისი განშტოებებით (ჯამური სიგრძით 4890 მეტრი). ამჟამად წყალსადენი ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და რეზერვუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქარელის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო და მიმიდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
პროექტზე, რომლის ღირებულება, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით 2 მლნ 500 ათასი ლარია, 50-მდე ადამიანია დასაქმებული. ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე წყალი 10-საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები