ძველ თბილისს კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეუნარჩუნდება

დედაქალაქს კიდევ ერთი ისტორიული შენობა შეუნარჩუნდება. კრწანისის რაიონის გამგეობამ, კოტე აფხაზის №43-ში, მწვავედ ავარიული ორასი წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, სახლის მობინადრეებთან ერთად გაეცნო. ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც იმდროინდელი თბილისური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშიაა, 1800-იანი წლების I ნახევარს განეკუთვნება.
გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, კაპიტალურად გამაგრდება სახლის საძირკველი, პირვანდელი სახით აღდგება ხის შუშაბანდი, რომელიც რესტავრაციის ჩასატარებლად შენობიდან მოიხსნა. ასევე, განახლდება ეზოს თაღოვანი გალავანი. ძეგლის რეაბილიტაცია მომავალი წლისთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები