ტარიელ ხეჩიკაშვილი: ჩვენმა სპორტსმენებმა ოლიმპიადაზე გვასახელეს და ეს იყო ერთობლივი გამარჯვება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საქართველოს მოსახლეობას ოლიმპიადზე მოპოვებული წარმატება მიულოცა.
ხეჩიკაშვილმა სპორტსმენების სახელით მთავრობის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ ოთხი წლის მანძილზე არნახული წარმატება ჰქონდა ქართულ სპორტს და შედეგიც სახეზე გვაქვს. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას ვაპირებთ, რომელიც კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას შესძენს ჩვენს წარმატებებს და კიდევ უფრო წარმატებულად გამოვალთ შემდგომ ოლიმპიადაზე”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები