გიორგი კვირიკაშვილი: საუბარი, თითქოს დასავლეთისკენ სწრაფვა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაა, წმინდა წყლის სპეკულაციებია

საუბარი, თითქოს დასავლეთისკენ სწრაფვა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაა, წმინდა წყლის სპეკულაციებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები.
„ქართული ოცნება“ ის პოლიტიკური ძალაა, რომელშიც ყველაზე მეტად არის შერწყმული დასავლური და ჩვენი ქვეყნის ტრადიციული ფასეულობები. ევროპას სწორედ ასეთი ვუნდივართ და სწორედ ასეთი საქართველო არის ძვირფასი და ღირებული ევროპისთვის, რომელიც პატივს სცემს ტრადიციულ ფასეულობებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას აუცილებლად განვახორციელებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები