თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს, გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია ”თელასის” ცნობით, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონს, აღმაშენებლის ხეივანს (ნაწილობრივ), მისის დასახლების, სოფელ ზურგოვანის, სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალისა და პეტრიწის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება, ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის I, II, III და IV კვარტლების, ძოწენიძის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს, ამაშუკელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე კი შეზღუდვა გავრცელდება, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაინში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩებზე.
10:00 18:00 საათამდე, შეზღუდვა ასევე გავრცელდება მთაწმინდის რაიონში, ერეკლე მეორის მოედნის, ყავლაშვილის, შავთელის და ჩახრუხაძის ქუჩებზე.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება გლდანის რაიოონსმ კონკრეტულად ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს. ხოლო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებენ ”თელასში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები