„9+1“-ის ჩვენება 27 აგვისტოს გაიმართება

გოგა ხაინდრავას ფილმის „9+1“-ის პრეზენტაცია 27-28 აგვისტოს მედიის და კინემატოგრაფიის მოყვარულებისთვის გაიმართება. ფილმი ,,9+1“ 200 სერიისგან შედგება და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გადაიღეს.
ის „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან რეჟიმს ასახავს. პრეზენტაციის შემდეგ ფილმის ჩვენებას უკვე ტელეკომპანია ,,იმედი“ და GDS-ი შეძლებენ.
როგორც ხაინდრავამ დააანონსა, ტელეკომპანიები ფილმს 6 სექტემბერს დაუთმობენ ეთერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები