„ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალი“ მუშაობის ერთი თვის შედეგებს აქვეყნებს

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალი“ ექვსი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად შეგროვებული ხელმოწერების ერთი თვის შედეგები გამოაქვეყნა.
ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტების მიღება საქართველოს მოსახლეობას ცხოვრებას საგრძნობლად შეამსუბუქებს. ამ დროისთვის ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს კანონპროექტს „ონლაინკაზინოების დახურვის შესახებ“ (32 328 ხელმოწერა).
კანონპროექტს „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სესხების გაცემის აკრძალვის შესახებ“ 32222-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი. ასევე, 32 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა კანონპროექტმა „ქართველი გლეხებისთვის სასოფლო –სამეურნეო მიწის ნაკვეთების გადაცემის შესახებ“.
31 ათასზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს კანონპროექტებს: „პარლამენტიდან იმ დეპუტატების დათხოვის შესახებ, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ დაპირებებს“ და „გადაუხდელი კრედიტების გამო მოქალაქეების ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების აკრძალვის შესახებ“.
აჭარის რეგიონის მოსახლეობაში უპირობო ლიდერია კანონპროექტი „შავი ზღვის აკვატორიისა და აჭარელი მეთევზეების უფლებების დაცვის შესახებ“. თავისი მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ ბათუმის, ქობულეთის და აჭარის სხვა დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებმა 31826 მოქალაქემ გამოხატა.
„ჩვენ ვხედავთ, მოსახლეობის მხრიდან ორგანიზაციის ინიციატივებს დიდი მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონპროექტების პარლამენტში წარდგენის შემდეგ, დეპუტატები დაუყოვნებლივ მიიღებენ მათ განსახილველად“, – აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციის “ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავლის“ განცხადებაში.
ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ დარეკოთ უფლებადამცველი ორგანიზაციის „ცხელ ხაზზე“, ტელეფონის შემდეგ ნომრებზე: (032) 239-22-11 და (551) 39-22-11, ან დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: listgeorgianfuture@gmail.com.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები