გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს.
ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს – საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ცივილიზებული სამყაროს წინაშე მდგარ ამ უდიდეს გამოწვევას. გვჯერა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება მის დასამარცხებლად“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები