„Black sea arena“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი „მუსიკოსების პარკი“ „ქართუმ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა

შეკვეთილში, „შავი ზღვის არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი „მუსიკოსების პარკი“ „ქართუ ჯგუფმა“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა.
პარკის იდეა „Black sea arena“-ს პროექტირების დროს გაჩნდა.
„მუსიკოსების პარკში“ მოწყობილია სასეირნო ბილიკები, სკამები, განათებები, დგას მსოფლიოში და საქართველოში აღიარებული მუსიკოსების: მომღერლებისა და კომპოზიტორების ქანდაკებები.
ქანდაკებებთან მოწყობილია დასასვენებელი სივრცე, ჟღერს იმ მუსიკოსთა ცნობილი კომპოზიციები, რომლის ქანდაკებასთანაც მიდის დამსვენებელი.
„მუსიკოსთა პარკში,“ ამ დროისთვს, 23 სკულპტურაა, როგორც კლასიკური, ისე პოპმუსიკის ვარსკვლავების ქანდაკებები.
წლის ბოლომდე პარკში 35 სკულპტურა დაიდგმება.
პარკის მოწყობა სრულად ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა და საჩუქრად ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცა.
დღეიდან პარკის დათვალიერებას ნებისმიერი დამსვენებელი შეძლებს.
პარკის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართუ ჯგუფს,“ რომელმაც სახელმწიფოს არაერთი უპრეცედენტო საჩუქარი გაუკეთა. მიხარია, რომ ჯერი ადგილობრივ თვითმმართველობაზე მიდგა და ეს შესანიშნავი პარკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „მუსიკოსების პარკმა“ ბოლომდე შეინარჩუნოს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
„Black sea arena“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ფონდმა „ქართუმ“ მოაწყო მუსიკალური პარკი და აღჭურვა ის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. ეს არის მსოფლიოში უნიკალური პრეცედენტი, სადაც დაიდგა არა მარტო ცნობილი მუსიკოსების ქანდაკებები, არამედ სპეციალური მოწყობილობების დახმარებით მოხდა მათი კომპოზიციების ჩაწერა. დამთვალიერებელს მიეცა საშუალება, არა მხოლოდ დაისვენოს ამ სასიამოვნო ხეების ჩრდილში, არამედ, მოისმინოს აღნიშნული მუსიკოსების ცნობილი მელოდიები. ეს არის მორიგი საჩუქარი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ჩვენ გადავეცით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. პარკი სავსეა ხალხით, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეამ გაამართლა. ვულოცავ გურიის რეგიონს ამ შენაძენს“, – განაცხადა ფონდ „ქართუს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
14088823_1163119057094700_759611794_n 14089606_1163119037094702_1861382140_n 14088805_1163119073761365_551984280_n 14089606_1163119070428032_865286120_n 14054802_1163119027094703_138436924_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები