შსს-ს მაშველებმა პოლონელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მესტიაში, მწვერვალ შხარაზე პოლონელ ტურისტებს დახმარება დროულად აღმოუჩინეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება ესაჭიროებოდა. ერთ-ერთი ტურისტი, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, მრავლობითი მოტეხილობების გამო, გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო ქვეყანყოფილების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა. ტურისტების დასახმარებლად, თბილისიდან დამატებით ამავე სამმართველოს სამაშველო ჯგუფიც გაემგზავრა. ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
მაშველებმა რთულ რელიეფურ პირობებში 3000 მეტრი სიმაღლიდან დაზარალებულის უსაფრთხო ევაკუაცია მოახდინეს.
დაშავებული ტურისტი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები