სოფელ მარელისში 4 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში 4 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მარელისის ტყე-პარკის კოტეჯამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ზედაპირული წყლების მოცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის არხები. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 091438,00 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები