მძღოლებს ავტომობილების რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმების შესაძლებლობა აქვთ

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ ახალი ტიპის მომსახურება დანერგა. ახალი მომსახურების თანახმად, მძღოლებს საკუთარი ავტომობილების რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება შეეძლებათ.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, დღეს უკვე განხორციელდა რამდენიმე ავტომანქანის შემოწმება, რის შედეგადაც რადიაცული დაბინძურების ფაქტი არ გამოვლენილა. აღსანიშნავია, რომ იაპონიიდან იმპორტირებული ავტომანქანების რადიაციული კონტროლი ხორციელდება საერთაშორისო სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე, თანამედროვე რადიაციული მონიტორინგის პორტალებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდია მოსახლეობის ინტერესი პირადად, დამატებით გადაამოწმონ საკუთარი ავტომანქანები რადიაციულ დაბინძურებაზე, რამაც განაპირობა აღნიშნული მომსახურების დანერგვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები