საველე გასვლაში მონაწილეობის მისაღებად გარემოს დაცვის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს იწვევს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო იწვევს არასამთავრობო სექტორს, მედიასა და ყველა დაინტერესებულ პირს საველე გასვლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ბორჯომში, ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე.
უწყების ცნობით, სამინისტრო უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას.
„დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 25 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: pr@moe.gov.ge, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით. გასვლასთან დაკავშირებით შემდგომი დეტალები დარეგისტრირებულ პირებს მიეწოდებათ დამატებით. კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
საკონტაქტო პირი: ეკატერინე ბენდელიანი, 599 287940. 2 727234 ელექტრონული ფოსტა: pr@moe.gov.ge, e.bendeliani@moe.gov.ge“,-აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები