დიდუბეში 22 მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების პრობლემა მოიხსნა

დიდუბის რაიონში, 22 მისამართზე, მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, 21 მისამართზე მთლიანად განახლდა წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი, ხოლო 1 მისამართზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.
სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, ძლიერი ნალექების დროს, სანიაღვრე კოლექტორი ვერ ატარებდა მოვარდნილ ნიაღვარს, რის გამოც ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლები იტბორებოდა.
22 მისამართზე განხორციელებული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შ.პ.ს „b&b-მ“ და შ.პ.ს „ენ ეს გრუპმა“ 288 673 ლარის ღირებულების ფარგლებში შეასრულეს.
დიდუბის რაიონის გამგეობამ, მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდგომ, 14 მისამართზე უკვე დააგო ასფალტის საფარი, დანარჩენ 8 მისამართზე კი ეტაპობრივად დაიგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები