გიორგი კვირიკაშვილი ელგუჯა მეძმარიაშვილს 70 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სახელოვან მეცნიერს, ელგუჯა მეძმარიაშვილს დაბადებიდან 70 წლისთავს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„ბატონ ელგუჯას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში კოსმოსური ტექნიკისა და სამხედრო-საინჟინრო დარგების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სწორედ მის სახელს უკავშირდება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის კონსტრუქციის შექმნა. ბატონ ელგუჯას ვუსურვებ დღეგრძელობას, მხნეობას და კიდევ მრავალ წარმატებას“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები