აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის” დირექტორმა როინ (მათე) ტაკიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თანამშრომლობის ფარგლებში დევნილები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გრძელვადიან და მოკლედვადიან პროფესიულ საგანმანმანათლებლო პროგრამებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლიან.
„ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ჩვენ ვართ მზად თანამშრომლობისათვის და მზად ვართ იმისათვის, რომ თუ იქნება ამის საჭიროება, როგორც ოკუპირებული ტერიტორიიდან, ასევე ჩვენი დევნილებისთვის, მუდმივად იყოს ჩვენი კარი ღია“, – განაცხადა კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ.
ასევე, მხარეები პროექტების ერთობლივად დაგეგმავასა და განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები