ლოგიკმეტრი – მათემატიკური წიგნიერების ინოვაციური ცენტრი

ლოგიკმეტრში ახალი სასწავლო წლისათვის რეგისტრაცია დაიწყო.
დაარეგისტრირეთ 4 დან 12 წლამდე ბავშვები, რომ გაიღრმავონ მათემატიკური ცოდნა, ისწავლონ ლოგიკური მსჯელობა, დაეუფლონ ფიქრის ხელოვნებას. კვირაში ტარდება 2, თვეში 8 გაკვეთილი, ჯგუფში მაქსიმუმ 12 ბავშვი, ელექტრონული პორტალით სარგებლობა www.logicmeter.com, დეტალური ანგარიშები და რაც მთავარია ინდივიდუალური მუშაობა/რეპორტინგი.
ლოგიკმეტრი – ეს არის მათემატიკისა და წიგნიერების ინოვაციური სასწავლო ცენტრი. ცენტრის მეთოდოლოგია თემატურად ფარავს ეროვნულ სასწავლო გეგმას მათემატიკაში, ასევე ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტებს, თუმცა უმთავრესი მაინც მოზარდის ინტერესებია.
ლოგიკმეტრში სასწავლო პროცესი გამდიდრებულია მრავალფეროვანი მასალით, სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და სახალისო ინსტრუმენტებით. მოსწავლეები ეჩვევიან, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ მუშაობას, საშუალება აქვთ, თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით რეალობას დაუკავშირონ თეორიული მასალა, იმუშაონ საინტერესო პროექტებსა და დავალებებზე.
ჩვენ ადრეული ასაკიდან ვამზადებთ ბავშვებს უნივერსიტეტის, კარიერისა და წარმატებული ცხოვრებისთვის.
®

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები