მოცურავე ირაკლი ბოლქვაძეს აკრძალული ნივთიერების მიღება არ დაუდასტურდა

განმორებითი სინჯის გაკეთების შემდეგ, მოცურავე ირაკლი ბოლქვაძეს აკრძალული ნივთიერების მიღება არ დაუდასტურდა.
როგორც მოცურავემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განმეორებითმა დოპინგტესტმა აჩვენა, რომ მის მიერ აკრძალული ნივთიერების მიღება არ მომხდარა. ირაკლი ბოლქვაძე მზად არის, განმეორებით კიდევ ჩაიტაროს ყველა საჭირო ტესტი.
“პირველ რიგში, მინდა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანებს, ვინც ამ ამბავზე ნაადრევი დასკვნები არ გააკეთა, დიდი მადლობა გადავუხადო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ ოლიმპიადაზე წასვლის წინ, რამდენიმე საათით ადრე შევიტყვე, რომ ჩემი ოპიმპიადაზე არწასვლის მიზეზი იყო დოპინგტესტში ამოსული რაღაც აკრძალული ნივთერების კვალი. რა თქმა უნდა, შოკისმომგვრელი იყო ეს ფაქტი და მაშინვე გავაპროტესტე, გავაგზავნეთ ახალი დოპინგტესტი, მაგრამ სანამ ახალი ტესტის პასუხი არ ჩამოვიდოდა, ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება არ მქონდა. ეს ფაქტი ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ოთხი წელი ვემზადებოდი რიოს ოლიმპიადისთვის. გავაგზავნეთ გაძლიერებული, უფრო ღრმა კვლევის ტესტი, რომელის პასუხიც მოვიდა რამდენიმე დღის წინ და საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ სუფთა ვარ. მზად ვარ კიდევ ჩავიტარო ნებისმიერი დამატებითი კვლევები”,-განაცხადა ბოლქვაძემ.
ქართველი მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე რიო 2016-ს დოპინგტესტზე დაფიქსირებული შედეგების გამო ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გამოეთიშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები