ბათუმში ზღვაში ბანაობა კვლავ აკრძალულია

ბათუმის სანაპიროებზე შენარჩუნებულია წითელი ალმები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა აკრძალულია. ბათუმის სანაპიროებზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ საღამოს ღელვა 2 ბალამდე დაიკლებს. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშრებით ბათუმის მერიაში, შ.პ.ს. „ბათუმის წყალსა” და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მუშაობს ცხელი ხაზი. უამინდობისა და შტორმისგან მიყენებული ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები