პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნება

ხვალ,  09:00 საათზე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნება. ესტაკადის გახსნამდე, თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად, პუშკინის სკვერის მიმდებარედ შეკრებილებს სიტყვით მიმართავს და ახალი ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრებს, რის შემდეგაც ხიდზე წლების შემდეგ ავტომობილების პირველი ნაკადი გაივლის.
პუშკინის ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს – თავისუფლების მოედანს, მაჩაბელის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, ლეონიძის, ბესიკის, ათონელის, ვირსალაძის, ვაჩნაძის, უკრაინკას, პუშკინისა და სხვა ახლომდებარე ქუჩებს, ასევე, გამსახურდიას სახელობის მარჯვენა სანაპიროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები