ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა (ვიდეო)

ბათუმში ძლიერმა წვიმამ ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო მათ სამსახურში ამ დროისთვის 50-მდე გამოძახებაა შესული. მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.
ბათუმში ამ წუთებშიც წვიმს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები