სამგორის რაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაოები გრძელდება. სამგორის რაიონში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სკვერი მოეწყობა 10650 კვადრატულ მეტრ ფართობზე. პროექტის ღირებულება 230 500 ლარია.
მერიის ინფორმაციით, სკვერი ვარკეთილის ზემო პლატოზე, ბერიაშვილის ქუჩაზე მდებარე N 44, N 44-ის „ა“ და „ბ“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. სკვერებში ეწყობა ქვიშის მოედნები, ატრაქციონები, ასევე ე.წ. კაუჩუკის მოედნები, იგება ფილები, კეთდება წყაროები, მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები. პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყობა სპორტული მოედანი.
„ყველა სკვერი სამგორის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ვმუშაობთ ინტენსიურ რეჟიმში. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და ყველა პროექტი განხორციელდება მათი ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.
სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2016 წელს რაიონის ტერიტორიაზე სკვერები და დასასვენებელი კუთხეები 30874 მ2 ფართზე მოეწყობა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1121586,72 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები