გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს რაჭის განყოფილებას ახალი შენობა ექნება

ქალაქ ამბროლაურში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დაათვალიერა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ რაჭის განყოფილებაში დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების და ინსპექტირების სამსახურები განთავსდება.
ამასთან, მშენებლობის დაჩქარებულ ვადებში განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე, დეპარტამენტს უფლება მიეცა შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით. ეს ნიშნავს, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან გამარჯვებულს დეპარტამენტი დაჩქარებულ ვადებში შეარჩევს და მშენებლობის დაწყების პროცესი არ გაჭიანურდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა რეგიონული სამმართველოებისათვის ახალი ოფისების მშენებლობა/რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. ექსპულატაციაში უკვე შევიდა შიდა ქართლისა და გურიის რეგიონული სამმართველოების განახლებული შენობები. მიმდინარე წელს დაიწყება ახალი შენობების მშენებლობა ბათუმსა და ახალციხეშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები