ბექა ნაცვლიშვილმა ქვემო ფონიჭალაში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი და რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი ქვემო ფონიჭალაში სკვერის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცვნენ.
ნაცვლიშვილის განცხადებით, დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობის ფარგლებში, ბილიკებზე ახალი ფილები დაიგება, შეკეთდება საყვავილე თარგები და სკამები, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა.
სკვერის რეაბილიტაცია უახლოეს დროში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები