ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიხსნა

ბათუმის კოლონადებთან თაფლის ფესტივალი გაიმართა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ გახსნეს. ფესტივალი მიზნად ისახავს, აჭარის, როგორც მეფუტკრეობაში წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციას და მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას.
თაფლის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 24 მეფუტკრის პროდუქცია, რომელიც დამზადებულია რეგიონში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან. ვიზიტორებს შეეძლებათ სხვადასხვა თაფლის სახეობის დაგემოვნება და ადგილზე შეძენა. ფესტივალი მოიცავს გასართობ ღონისძიებებს, ცოცხალ მუსიკას, კონკურსებს, მასტერკლასებს, სადაც ვიზიტორებს თავად შეეძლებათ მონაწილეობის მიიღება.
ფესტივალს ორგანიზებას უწევს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული აჭარის მეფუტკრეთა ბიზნეს ასოციაცია. ფესტივალის მხარდამჭერები არიან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი, მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამა, რომელსაც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები