სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადება ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველების ვაქცინაცია პირველ ეტაპზე კახეთში, აჭარის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში მიმდინარეობს. ღონისძიებები ბრუცელოზის კონტროლის პროგრამის ფარგლებში სისხლის ნიმუშების კვლევის (სერომონიტორინგი) შედეგებზე დაყრდნობით, მაღლი რისკის ზონებში დაიგეგმა. ცხოველთა ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდირებული მაღალი ხარისხის ვაქცინა.
პროფილაქტიკური ვაქცინაცია ეტაპობრივად ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში, სადაც მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. შემდეგ კი, პროგრამის მიხედვით, მასობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 წლის მანძილზე გაგრძელდება.
ღონისძიების დაგეგვმას წინ უძღოდა 2014 – 2016 წლებში ცხოველთა სერომონიტორინგი. აღნიშნულ პერიოდში 254,387 სული მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშია შესწავლილი.
“ბრუცელოზთან ბრძოლის მიზნით, გაეროსა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით, შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ ბრუცელოზის სადიაგნოსტიკო მასობრივი კველევები და ვაქცინაცია პოსტსაბჭოთა პერიოდში პირველად ხორციელდება. ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაავადების შემცირებას როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში, უზრუნველყოფს ცხოველური წარმოშობის სურსათის უვნებლობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას” – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ბრუცელოზის ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბრუცელოზის საწინააღმდეგო კამპანიის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამას. ვაქცინირებული პირუტყვის მეპატრონეს ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტიც გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები