დღეიდან მეტროს სავაგონე პარკს ოთხვაგონიანი განახლებული შემადგენლობა დაემატება

თბილისის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ აგრძელებს მეტროს ვაგონების მოდერნიზაციას.
როგორც “კვირას” თბილისის მერიიდან აცნობეს, დღეიდან დედაქალაქის მეტროს სავაგონე პარკს ოთხვაგონიანი განახლებული შემადგენლობა დაემატება.
მეტროს შეუფერხებელი მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, შემადგენლობის კაპიტალური განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მოხდა. შეკეთდა შემადგენლობის ძრავები და გამოიცვალა გოგორწყვილები. ვაგონების ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული ტიპის კომპრესორებით. ასევე, განახლდა სიჩქარის რეგულირების მექანიზმი; დამონტაჟდა მოდერნიზებული, ავტომატური სიჩქარის სისტემა, რომელიც შემადგენლობის გამართულ მოძრაობას უზრუნველყოფს. ვაგონების მოძრაობა და სიჩქარის მექანიზმის ფუნქციონირების გაკონტროლება კომპიუტერით გახდა შესაძლებელი.
შემადგენლობის ინტერიერი განახლდა, სალონში დამონტაჟდა თანამედროვე დიზაინის დიოდური სანათები და შეიცვალა იატაკის საფარი.
რამდენიმე დღეში ასეთივე განახლებული ოთხ ვაგონიანი შემადგენლობა შევა ექპლუატაციაში. პროექტის ფარგლებში 2016 წელს მეტროს 12 ვაგონის კაპიტალური შეკეთება მოხდა. ამ თვის ბოლოს კი „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მეტროს ვაგონების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მორიგ ტენდერს გამოაცხადებს. თბილისის მერიის და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიზანია მეტროს მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სერვისის შეთავაზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები