კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“აგრძელებს აქციას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“.
კამპანიის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიროტია დაასუფთავეს. ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის მოადგილე, დავით ჭავჭანიძე და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
მსგავსი ტიპის აქციები სხვა მუნიციპალური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზეც გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები