იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

12 აგვისტოს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს (ELSA Georgia), იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთობლივი თანამშრომლობითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, განხორციელდა სხვადასხვა ჯგუფური და ინდივიდუალური, შემეცნებით-გასართობი აქტივობები, მოეწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება. დისკუსია ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას დაეთმო; იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან პროგრამებეზეც, რომლებსაც სახელმწიფო ახალგაზრდებს უკეთესი განათლებისა და კარიერული წინსვლისთვის სთავაზობს. ასევე, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესა და მისი მნიშვნელობაზე, მონაწილეებს ესაუბრა ლაშა შაყულაშვილი, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში (2014-2015 წლებში).
ღონისძიების მიზანია, ახალგაზრდების მხარდაჭერა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები