გზების გადაკეტვასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს

16 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით მცხეთის ქუჩა- მრგვალი ბაღიდან ქობულეთის ქუჩამდე გადაიკეტება, – აღნიშნული ცვლილება ვაკის რაიონში მცხეთის ქუჩაზე კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოების დაწყებას უკავშირდება.
როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, საგზაო სამუშაოები 13 აგვისტოს დაიწყება და 60 კალენდარულ დღეში დასრულდება.
უწყების ინფორმაციით, მეორე ეტაპზე, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, გადაიკეტება ქობულეთის ქუჩიდან მცხეთის ქუჩის ბოლომდე.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია: შპს „ჰერიო” აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან გზის რეაბილიტაციისთვის 767 570,93 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები