განათლების მინისტრი ეროვნულ გამოცდებზე ჩაჭრილ სტუდენტებს მიმართავს

ადამიანები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ბევრი მწერს, რომ ”ჩემი ცხოვრება დასრულდა”, ”რაღა უნდა შევძლო, რაღა გავაკეთო, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა და იმ აბიტურიენტებს მიმართა, რომელთაც ბარიერი ვერ გადალახეს და ეროვნულ გამოცდებში ჩაიჭრნენ.
”ადამიანები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს, ბევრი მწერს, რომ ”ჩემი ცხოვრება დასრულდა”, ”რაღა უნდა შევძლო, რაღა გავაკეთო”… მე მინდა დავარწმუნო ისინი, ჩვენი ახალგაზრდები, რომ ძალიან ბევრი კარგი ალტერნატივა არსებობს. ეს არის პროფესიული განათლება, ტრენინგები, მომავალში კიდევ სცადონ უმაღლესი განათლების მიმართულებით ბედი. ჩვენ გვჭირდება პროფესიონალები. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი უსამსახურო იურისტი გვყავს, ძალიან გვიჭირს სასტუმროს ადმინისტრატორები, ან აგრონომები, ვეტერინარები, პროგრამისტები, დაზღვევის აგენტები… ეს ყველა პროფესიული მიმართულების საქმიანობაა, რომელზეც ადამიანმა შეიძლება ოთხი წელი არ დახარჯოს და შეძლოს პროფესია საკმაოდ მოკლე ვადაში აითვისოს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, რაც შეიძლება მეტი პროფესია აითვისოს და რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა განიხილოს ამ პროცესში. მე მგონია, რომ შემდგომ წლებში, პროფესიული განათლების განვითარება ზუსტად შექმნის საფუძველს იმისთვის, რომ ყველა კი არ წავიდეს უმაღლეს განათლებაში, არამედ მხოლოდ ის ახალგაზრდები, ვინც თავის მომავალს აკადემიურ სფეროში ხედავს და ვისაც ძალიან მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება შეუძლია“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები