“საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტი“ – ნატო-მ აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა (ვიდეო)

“საქართველოს მოუგვარებელი კონფლიქტი”, – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც ნატო-მ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმი მოამზადა.
ავტორმა ფილმში იმ დევნილთა ისტორიები გადმოსცა, რომლებსაც საომარი მოქმედებების გამო საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ.
წინასიტყვაობაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომის შემდეგ
20 000-ს დევნილს დღემდე არ შეუძლია სახლში დაბრუნება.
„ქვეყნის სხვა ნაწილებში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესი კი ნიშნავს, რომ ადამიანები საკუთარ მიწას კარგავენ. კონფლიქტი შეიძლება დასრულებული იყოს, მაგრამ მისი შედეგები კვლავ იჩენს თავს“, – ნათქვამია ფილმის წინასიტყვაობაში, რომელიც ნატო-ს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები