დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლის მე-8 სეზონი დაიხურება

დღეს, დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლის მე-8 სეზონი დაიხურება. ღონისძიებას დაესწრებიან და დმანისის უახლეს აღმოჩენებს გაეცნობიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და სკოლის სამეცნიერო ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე.
დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლა 2009 წლიდან მასპინძლობს სტუდენტებს სხვადასხვა ქვეყნიდან და ძეგლზე ყოველწლიურად გამართული მსოფლიო მასშტაბის ინტერდისპილინარული კვლევის პარალელუად მიმდინარეობს. ოთხკვირიანი სასწავლო კურსი მოიცავს როგორც პრაქტიკულ სამუშაოებს (არქეოლოგიურ გათხრებს), ასევე თეორიულ ნაწილს ლექციების სახით. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, ლექციებს კითხულობენ მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების პროფესორები ციურიხიდან, ჩრდილოეთ ტექსასიდან, კიოტოს, ჰარვარდის, მინესოტას და ფლორენციის უნივერსიტეტებიდან, ადამიანის პალეოეკოლოგიისა და სოციალური ევოლუციის კატალონიის ინსტიტუტიდან.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის სტუდენტების შერჩევა დმანისის საველე სკოლის ორგანიზატორების მიერ ეტაპობრივად ხდება. წელს საველე სკოლის კურსი გაიარეს სტუდენტებმა ყველა კონტინენტიდან (იაპონია; აშშ; ავსტრალია; ბრაზილია; ბრიტანეთი; ეთიოპია; საქართველო).
საველე სკოლის სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, ასევე ფართოვდება მონაწილე ქვეყნების სია. დღეისათვის, საველე სკოლას 71 კურსდამთავრებული ჰყავს. აღსანიშნავია, რომ სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებულად აგრძელებენ კვლევებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. დმანისის პალეოანთროპოლოგიური საველე სკოლა მომავალ წელსაც წარმატებით გააგრძელებს სტუდენტების მიღებას მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები