მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოწარმოების განვითარების საპილოტე პროექტის განხორციელებაზე იმსჯელეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიოპროდუქტების წარმოების განვითარების სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები გოჩა ცოფურაშვილი, ლევან დავითაშვილი, იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებთან (სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, კომპანიის „კავკასსერტი“, კომპანიის „ჯეოფერტი“ და მცხეთა-მთიანეთის განვითარების სააგენტო წარმომადგენლები) ერთად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოპროდუქტების წარმოების განვითარების საპილოტე პროექტის მიმართულებები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეოების დარგისთვის ბიოპროდუქტების წარმოების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბიოწარმოების განვითარება საქართველოს სხვა რეგიონებისთის კარგი მაგალითი იქნება.
შეხვედრაზე მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ბიოწარმოებაზე გადასვლის წინაპირობების განხილვასთან ერთად, ბიოწარმოების მეთოდოლოგია და ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოების შესაძლებლობები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები