ვეტერანების საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა თანამშრომლებთან ერთად, შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა, თადარიგის გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს 2008 წლის, 11 აგვისტოს, სოფელ შინდისში საქართველოს შეიარაღაბული ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულის რუსეთის ჯარის ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპულ გმირებს.
შინდისის ბრძოლა 2008 წლის ომის ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდია, 17 ქართველი ჯარისკაცი ერთი საათი იგერიებდა რუსულ მოტომსროლელ ასეულს, რომელიც ყველა სახის იარაღით უტევდა რკინიგზის სადგურის შენობაში გამაგრებულ მებრძოლებს. ცოცხლად გადარჩენილი ქართველები რუსებმა ალყაში მოაქციეს, რა დროსაც ალექსანდრე ონიანმა ყუმბარა ააფეთქა და რამდენიმე რუსი მეომარი შეიწირა. 17- ვე მებრძოლი გმირად იქნა აღიარებული, მათ სიკვდილის შემდეგ სხვადასხვა ხარისხის ვახტანგ გორგასლის ორდენები აქვთ მინიჭებული. სულ მალე ბრძოლის ადგილზე მემორიალი აიგება, რაშიც თავის მოკრძალებული წვლილი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმაც შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები