კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციაზე მხარს თიკა რუხაძის კანდიდატურას უჭერენ

საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენლები შედიან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციაზე თიკა რუხაძის კანდიდატურა წარადგინა.13895011_1420535824629070_621517266688755794_n
საინიციატივო ჯგუფში ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, დავით დოიაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, ვალერი ასათიანი, მაია ჯაბუა, მურაზ მურვანიძე, ბასა ფოცხიშვილი, ნიკოლოზ შენგელაია, ზუზუ ნოდია და კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანები არიან.
მათ თბილისის მერიას წერილობით მიმართეს.
მიმართვას ხელს კულტურის სფეროში მოღვაწე 30 ადამიანი აწერს.
“კვირა“ რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ თიკა რუხაძეს აქვს შესაბამისი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მიზანდასახულობა,რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციაზე ეფექტურად იმუშაოს.
როგორც “კვირასთან„ საუბრისას მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა აღნიშნა, მას თიკა რუხაძესთან მუშაობის გამოცდილება და შედეგები აძლევს საფუძველს, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციაზე თიკა რუხაძის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს.
ნიკოლოზ რაჭველი ამბობს,რომ თიკა რუხაძე საორგანიზაციო საკითხებში გამორჩეულ ნიჭს ფლობს და სწორედ მისი პროფესიონალიზმი სჭირდება დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს.
“ძალიან მოგვწონს მე და ჩემს მეგობრებს თიკას ხედვა და უნარები. ძალიან ბევრი საერთო პროექტი მაქვს გაკეთებული მასთან ერთად,თიკას აქვს მუშაობის დიდი გამოცდილება სხვადასხვა ხელმძღვანელ პოსტებზე.
ჩვენ ერთად შევუდექით მუშაობას მუსიკისა და დრამის თეატრში, სადაც მე ვიყავი წლების მანძილზე მუსიკალური ხელმძღვანელი ხოლო თიკა იყო გენერალური მენეჯერი, სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი.. თეატრის მთლიანად განადგურებული შენობის გარემონტების პროცესში მან დიდი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა და ვფიქრობ ეს უნარი სჭირდება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს . თიკა მანამდე მუშაობდა ტელევიზიაში,შემდგომ თბილისის საკრებულოში.აქვს დიდი გამოცდილება ჩვენს გარშემო ძალიან ცოტას ვიცნობ, ვისაც ამ მიმართულებით აქვს ისეთი გამოცდილება,როგორიც თიკას, თუ სამართლიანად ჩატარდა კონკურსი თიკა რუხაძეს ალტერნატივა არ ეყოლება , დარწმუნებული ვარ ყველა მის კონკურენტს ენდომება გააკეთოს კარგი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისთვის,თუმცა ერთია სურვილი და მეორეა გამოცდილება“,-აღნიშნა ნიკოლოზ რაჭველმა.
ნიკოლოზ რაჭველის მსგავსად თიკა რუხაძის ორგანიზატორულ ნიჭსა და საქმის სიყვარულზე ამახვილებს ყურადღებას რეჟისორი დავით დოიაშვილი და ამბობს,რომ თიკა რუხაძესთან 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.
“ჩვენ დაახლოებით 5 წელი ვმუშაობდით მუსიკისა და დრამის თეატრში, ვიცნობ მის შესაძლებლობებს და ძალიან ხმამაღლა შეიძლება ვისაუბრო მის პროფესიონალიზმზე და გაბედულად დავუჭირო მხარი. აქვს ორგანიზების არაჩვეულებრივი უნარი. ვთანხმდებით,რომ კულტურა ძალიან რთული სფეროა, ადამიანები, რომლებიც ზოგადად ამ სფეროში მუშაობენ საკმაოდ რთულად საურთიერთო ხალხია იმ გაგებით რომ ყველას აქვს თავისი შეხედულება და გარკვეული მხრივ შეიძლებ გამართლებულია, ამ დროს ხელმძღვანელმა უნდა შეძლოს ლავირება,რომ ეფექტური გამოსავალი იპოვოს. თიკა იმას
რაც არის საჭირო გააკეთებს და პირიქით რაც არ არის საჭირო არ გააკეთებს – ეს არის ყველაზე კარგი თვისება ჩემი აზრით ამ ადამიანში ამიტომაც მეგონა,რომ ის ერთადერთი საუკეთესო კანდიდატია“,- აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას დოიაშვილმა.
“კვირასთან“ საუბრისას ზუზუ ნოდიამ აღნიშნა,თიკა რუხაძემ კარგად იცის თუ რა უნდა გაკეთდეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში იმისთვის,რომ მისი ფუნქციონირება იყოს გაცილებით ნაყოფიერი და ახალგაზრდა თაობამ კიდევ უფრო მეტი მიიღოს.
“თიკა რუხაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო, იმიტომ რომ ის არის ძალიან კომუნიკაბელური, ძალიან გამოცდილი, მიუხედავად დიდი გამოცდილებისა სულ ცდილობს სიახლე დანერგოს,მუდმივ ძიებაში და თვითგანვითარებაშია, არის ძალიან კარგი მენეჯერი, დარწმუნებული ვარ თავს გაართმევს დირექტორის პოზიციას და ბევრ სიახლეს შეიტანს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მუშაობაში,რაც რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ახალი თაობისთვის,..წერილით,რომლითაც მერიას მივმართეთ გვსურს მერიას დავეხმაროთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში“, -აღნიშნა ზუზუ ნოდიამ.
მომღერალი ნატო მეტონიძე “კვირასთან“ საუბრისას ამბობს,რომ თიკა რუხაძე კარგად იცნობს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პრობლემებს და აქვს გეგმა თუ როგორ უნდა წარიმართოს მუშაობა.
„დაახლოებით ერთი თვის წინ გავიგეთ, რომ დირექტორის თანამდებობა ვაკანტურია. რამდენიმე თანამოაზრე გავერთიანდით და ერთხმად შევთანხმდით, რომ ამ თანამდებობისთვის ყველაზე კარგი კანდიდატურა მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი თიკა რუხაძეა.
ვინც მას იცნობს და იცის მისი გამოცდილება, ამაში ნამდვილად დაგვეთანხმება. ის კარგად იცნობს სასახლის პრობლემებს, დიდი გულშემატკივარია და თიკას თანხმობის, მასთან საუბრის შემდეგ უკვე შედგა საინიციატივო ჯგუფი.
ჩვენ წერილობით მივმართეთ მერიას. წერილი, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩავაბარეთ.ჩვენ წარვადგინეთ რუხაძის კანდიდატურა, როგორც საუკეთესო მენეჯერის.
ვფიქრობ, რომ სასახლე უნდა იყოს თავისი მოწოდების სიმაღლეზე. იქ დიდი კოლექტივია და მათ შორის ბევრი პროფესიონალი პედაგოგია. მათთვისაც ძალიან კარგია, რომ მაღალი დონის პროფესიონალი ხელმძღვანელი ჰყავდეთ. როგორ აგიხსნათ…სასახლე თბილისისა და საქართველოს სახე იყო. ყველა სტუმარი აქ მოჰყავდათ. ეს მართლაც შეიძლება ისევ ის ადგილი გახდეს, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარმოაჩენს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ვგულშემატკივრობ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, მოგეხსენებათ, „მზიურის“ მესამე თაობის წარმომადგენელი ვარ“,-აღნიშნა ნატო მეტონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები