რას ამბობენ მეზობლები კახეთში მოკლულ ქალზე – ვის რაში დასჭირდა მისი სიკვდილი

კახეთში 75 წლის ქალის მკვლელობის მოტივზე საუბარი მეზობლებს უჭირთ. როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, მოხუცი ქალბატონი მარტო ცხოვრობდა და თითქმის ყოველდღე სასწრაფოს გამოძახება სჭირდებოდა.
„კვირა საღამოდან ოჯახის წევრები და ახლობლები ეძებდნენ. ვერ პოულობდნენ. გამოიძახეს პატრული და პატრულმა აღმოაჩინა 75 წლის ქალბატონო, ქვევრში და მიწა დაუყრიათ ზევიდან.
ყოველდღე თითქმის სასწრაფოს იძახებდა, ავადმყოფი ქალი იყო ძლივს დადიოდა. ვის რაში დასჭირდა მისი სიკვდილი არ ვიცი. მარტო ცხოვრობდა და ვერც ერთი სოფლის მაცხოვრებელი ვერ იტყვის მაგ ქალზე ცუდს“, -განაცხადეს მეზობლებმა.
შეგახსენებთ, რომ 75 წლის ქალბატონის ცხედარი სამართალდამცველებმა ქვევრში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები