მაია ბითაძე სამთო-მომპოვებითი დარგის მმართველობის გაუმჯობესების პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სამთო-მომპოვებითი დარგის მმართველობის გაუმჯობესების პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა მინისტრის მოადგილის, მაია ბითაძის მონაწილეობით გაიმართა.
აშშ-ს სატყეო სამსახურსა (USFS) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შორის, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, წიაღის მიმართულებით 2014 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა.
პროექტის პრიორიტეტული მიმართულებებია – საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, გარემოს დაცვის ინსპექტორების კვალიფიკაციის ასამაღლებელი/სასწავლო ტრენინგები სამთომოპოვებითი მრეწველობის პროცესში, მათ შორის, შახტური წესით მოპოვებისას; რეკულტივაციის პროექტების განხილვა და შემდგომი რეკულტივაციის პროცესების ინსპექტირება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოხდეს მიტოვებული კარიერების ინვენტარიზაცია. პროექტის ფარგლებში, განხორციელდა არაერთი საველე სამუშაო, კონკრეტული მაგალითების კვლევით და სასწავლო ვიზიტები სხვადასხვა საბადოებზე.
აღნიშნული პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამინისიტროს სისტემაში მომუშავე ადამიანების პოტენციალისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, რათა კანონმდებლობის თანამედროვე სტანდარტების, მათ შორის ახალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებები – წიაღითსარგებლობის სფეროში ეფექტიანად იქნეს აღსრულებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები