მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 30-მდე სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება

თბილისის მერი ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე, II და IV კორპუსის მოსახლეობას შეხვდა და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. დავით ნარმანიამ მოადგილესთან, გიგა ნიკოლეიშვილთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და სხვადასხვა საკითხის გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაავალა.
ყიფშიძის ქუჩაზე, II და IV კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე მდებარე პარკი სრულად განახლდება, მოპირკეთდება ქვაფენილი ბილიკები, გამოიცვლება სარწყავი მილები, ფანჩატური, საქანელები, სკამები.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსი“ ახორციელებს და პროექტის ღირებულება 16 975 ლარია.
მიმდინარე წელს ვაკის რაიონში, საერთო ჯამში, 30-მდე სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები