თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოებია.
კომპანია ”თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის მეორე რიგის და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ძოწენიძის, ამაშუკელის, ნუცუბიძის და ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის II მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები