პრემიერი: აეროდრომის მშენებლობას დავასრულებთ და რაჭაში 50-მგზავრიანი თვითმფრინავი იფრენს

“ჩვენ, წელს 2016 წლის ბოლომდე აუცილებლად ამბროლაურის აეროდრომის მშენებლობას დავასრულებთ და რაჭაში 50 მგზავრიანი თვითმფრინავი იფრენს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
“ეს იქნება ამ რეგიონის ტურიზმის განვითარების მძლავრი ბიძგი. დაწყებულია პროექტი. არა მხოლოდ ყველაზე მცირე ზომის თვითმფრინავები, არამედ საშუალო ზომის 50 მგზავრიანი თვითმფრინავები. ყოველ შემთხვევაში წინასწარი ტექნკური დასკვნები ასეთ შესაძლებლობას იძლევა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის, ადგილობრივი ოჯახური სასტუმროებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, იმისთვის, რომ რაჭაში დამატებითი ინვესტიციები იქნას მოზიდული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები