ფსიქოტროპულ აფთიაქებს სამართალდარღვევების გამოვლენის გამო ჯარიმა დაეკისრათ

ფსიქოტროპული აფთიაქები შპს „ფინქი“ და შპს „მედფარმა“ სხვადასხვა ოდენობის თანხით დაჯარიმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ავრცელებს.
„რეგულირების სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორ ავტორიზებულ აფთიაქში – ქ. თბილისში, კალოუბნის N6-ში მდებარე შპს „ფინქიში“ და ჩიქოვანის N4-ში მდებარე შპს „მედფარმაში“ შერჩევითი კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას, დააფიქსირეს ფორმა N-2 რეცეპტის გარეშე, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ფაქტები.
შემოწმებით, აფთიაქებში დაფიქსირდა შემდეგი: პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის, სერიული აღრიცხვის და რეალიზაციის წესის დარღვევა; ავტორიზებული აფთიაქის სანებართვო პირობების დარღვევა.
შპს „ფინქიში“, რომელზეც ნებართვა გაცემულია 1 თვის წინ, დარღვევა დაფიქსირდა პირველად, რის გამოც, სახდელის სახით დაეკისრება ჯარიმა 6000 ლარის ოდენობით. შპს „მედფარმაში“ კი, მიმდინარე წელს, სამართალდარღვევა გამოვლინდა განმეორებით. აფთიაქს, სხვა სანქციებთან ერთად, 12 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. გარდა ამისა, ორივე აფთიაქის პასუხისმგებელ ფარმაცევტს გარკვეული ვადით პროფესიული საქმიანობა აეკრძალება“, – აცხადებენ უწყებაში.
ორივე დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განსახილველად გადაეგზავნება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები