“ამბასადორი” – თბილისის წარსულისა და აწმყოს სინთეზის წარმატებული მცდელობა

თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სასტუმროს ძველი შენობის გვერდით, ახალი, შვიდსართულიანი შენობა ააშენეს, რომელიც თავისი არქიტექტურით ძველს შეერწყა. შენობას საერთო შესასვლელი გაუკეთდა. IMG_20150531_092533ამჟამად სამუშაოები შიდა პერიმეტრზე ხორციელდება, ხოლო ფასადის და ექსტერიერის სამუშაოები დასრულებულია.
ძველი და ახალი შენობა სრულიად განსხვავებული სტილისაა, ძველი შენობა ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ სტილშია გადაწყვეტილი, მაშინ, როცა ახალს უფრო ევროპული ელფერი დაჰკრავს. თუმცა არ შეიძლება შეუმჩნეველი დაგრჩეთ, თუ როგორ ჰარმონიულად ერწყმის ახალი შენობა ძველს და ეს ყველაფერი ერთად კი, თბილისის ძველ უბანს და შავთელის ქუჩის საინტერესო ხასიათს. გასაკვირი არაა, რომ შენობა მალევე მოექცა, როგორც თბილისელების, ასევე უცხოელი სტუმრების ყურადღების ცენტრში. ქალაქის ისტორიული ნაწილის შუაგულში მდგომი შენობის დახვეწილი სტილი, სადა და ელეგანტური ფერები, სპილოს ძვლისფერი მარმარილოს კოლონები და საპარადო IMG_20150417_174047შესასვლელი თითქოს წარსულს და აწმყოს აკავშირებს ერთმანეთთან.
როგორც გავარკვიეთ, ფასადის სამუშაოებზე იტალიური კომპანია La casa TINA პარტნიორ კომპანიებთან ერთად მუშაობდა. განხორციელებულ სამუშაოებზე, თუ რა მასალა გამოიყენეს, გაითვალისწინეს თუ არა შენობის ისტორიულ გარემოში მდებარეობა, ამ საკითხებზე „სითი კვირა“ კომპანია La casa TINA -ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ნინო პავლიაშვილს ესაუბრა.
– გვიამბეთ სამუშაოების შესახებ?
– დავიწყებ იმით, რომ “ამბასადორი” არის და დარჩება ჩემს ფავორიტ პროექტად, რადგან ამ პროექტში მთელი სული და გული ჩავდეთ. ეს იყო რთული და საპასუხისმგებლო, მაგრამ ამავდროულად ძალიან სასიამოვნო სამუშაო. საპასუხისმგებლო იმ თვალსაზრისით, რომ სასტუმროს შენობა თბილისის ისტორიული ნაწილის შუაგულში, ანჩისხატის ეკლესიის გვერდით მდებარეობს.
– რამდენად გაითვალისწინა ეს საკითხი თქვენმა კომპანიამ, ან დამკვეთმა?IMG-20150530-WA0014
– ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სფეროში, არსად საქართველოში არ შემხვედრია საკითხისადმი ისეთი მიდგომა, როგორიც “ამბასადორის” ხელმძღვანელობას ჰქონდა. ისინი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საკითხს.
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გავდიოდით კონსულტაციებს, თუნდაც შენობის ტონალობასთან დაკავშირებით, რომ არ ამოვარდნილიყო ქალაქის ამ ადგილას არსებული გარემოდან. არაფერზე მიუღიათ ნაჩქარევი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რაც მათი მხრიდან, საკმაოდ ჯანსაღი პოზიცია იყო. გარდა ამისა ბევრმა არ იცის ალბათ, რომ “ამბასადორის” ინიციატივით და სრული დაფინანსებით მოპირკეთდა ბერიკების კომპლექსის მიმდებარე სკვერი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო.
– სამუშაოების ტექნიკურ ნაწილსაც შევეხოთ, რა მასალითაა მოპირკეთებული?
– ფასადის სამუშაოებზე ჩვენმა პარტნიორმა, იტალიურმა კომპანია “ადიკოლორმა” იმუშავა. მასალაც მათი წარმოებისაა, საუბარია საღებავზე​, რომელიც საკმაოდ თანამდროვე ტექნოლოგიებით არის წარმოებული და გათვალისწინებულია ყველა ტექნიკური პარამეტრი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა და არ უნდა დაზიანდეს არც კლიმატური პირობების, არც ტIMG-20150528-WA0048ონალობის ცვლილების გამო.
როდესაც “ადიკოლორთან” დავაყენეთ ეს საკითხი, შევეცადეთ მათთვის ძალიან დეტალურად აგვეხსნა ყველა არსებული გარემოება. დიდ მადლობას ვუხდი კომპანიის ხელმძღვანელ ბატონ რობერტო გრასელინის, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა და პირადად გაუწია ორგანიზება სამუშაო ბრიგადის დაკომპლექტებას. უბრალო ტექნიკოსების ნაცვლად მან, იტალიელი მხატვარ-რესტავრტორების საუკეთესო გუნდი შეკრიბა, თითოეულ მათგანს ევროპის დიდ ქალაქებში ფასადებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ეს იყო აღდგენითი სამუშაოები რომში, ფლორენციაში, ვენეციაში, საფრანგეთის და გერმანიის რამდენიმე ისტორიულ რაიონში. შესაბამისად ამ ამოცანისთვის თავის გართმევა მათთვის რთული არ უნდა ყოფილიყო.
-როგორი იყო მოსამზადებელი პერიოდი?
-თითქმის ერთი თვე დაეთმო, მხოლოდ ტონალობის შერჩევას. ათობით ფერის სინჯი მზადდებოდა, შემდეგ განვიხილავდით სხვადასხვა განათების ფონზე, ვათავსებდით ფასადზე, მიმდინარეობდა კორექცია და ა.შ. ამგვარად შეირჩა ის ტონალობა, რითაც ახლაა IMG_20150423_075947“ამბასადორი” შეღებილი. თავად სამუშაოებსაც იგივე იტალიელი ტექნიკოსების ბრიგადა აწარმოებდა, ისინი ზრუნავდნენ, როგორც ტექნიკურ, ასევე დეკორატიულ ნაწილზე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მცდელობამ გაამართლა. იმ ფონზე, როდესაც ასე ბევრს საუბრობენ ქალაქის იერსახის დამახინჯებაზე, ადგილობრივი არქიტექტურის გაუთვალისწინებლობაზე, ქუჩაში შემთხვევითი გამვლელები ხშირად ჩერდებოდნენ და “ამბასადორის” მიმართ კეთილ სიტყვებს არ იშურებდნენ. ეს კი ჩემთვის საკმაოდ დადებით შეფასებას ნიშნავს.
წყარო : city.kvira.ge

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები