დაბა წყნეთში 4 ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

დაბა წყნეთში შპს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას ასრულებს. კომპანიის ინფორმაციით, კოსტავას, თბილისის, ტაბიძისა და სააკაძის ქუჩებზე, 2 კმ-ზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე გამოიცვალა გზის საფარი, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონი, მოწესრიგდა არსებული სათვალთვალო და წყალმიმღები ჭები, ტროტუარები, შეიცვალა ბორდიურები, გაკეთდა ეზოებში მიერთებები.
პროექტი ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 995.000 ლარია. სამუშაოებზე 40-მდე ადამიანი დასაქმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები